Untitled Document
English Georgian home contact Sitemap

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 
სიახლე
მორიგი წარმატება

წარმატება გრძელდება - ჩვენი ფირმის კლიენტის „SYSTEM INSAAT“ სასამართლო დავა სააპელაციო ინსტანციაშიც მოვიგეთ.

2 კარგი სიახლე

ორი კარგი სიახლე - JMK-იმ ორი სასამართლო დავა მოიგო, ჩვენი ორი კლიენტის ინტერესები სრულად იქნა დაცული.

სტაჟიორი უკრაინიდან
ELSA-ს პროგრამით სტუმრად გვყავს სტაჟიორი უკრაინიდან - ლვოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ტეტიანა კოტიკი.
დღეს ტეტიანას ძალიან საინტერესო პრეზენტაცია ჰქონდა თემაზე - ინდუსტრიული პარკი როგორც ქვანახშირის მაღაროს ალტერნატივა.

<< 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 >>
ARCHIVE

 

 
 
ჩვენი გუნდი

მიხეილ ჯიქია
-----------------
სამოქალაქო და საკორპორაციო
სამართლის სპეციალისტი

1999 წელი, წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. ჩაბარებული აქვს მოსამართლისა და ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდები სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

აქვს საჯარო სამსახურსა და კომერციულ ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება.

იგი მუშაობდა: 1998-1999 წლებში იუსტიციის სამინისტროს ნოტარიატების საქმეთა კონსულტანტად; 1999-2000 წლებში ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ; 2000-2005 წლებში საერთაშორისო ორგანიზაციაში „World Vision Georgia“ საკრედიტო პროგრამის იურისტად; 2005 წელს ს/ს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ იურისტად; 2003-2005 წლებში ს/ს „საქაბრეშუმის“ გაკოტრების მმართველად; 2005-2006 წლებში ს/ს „კანარგო სტანდარტ ოილის“ იურისტად;
2006-2009 საქართველოს უმსხვილესი ნავთობკომპანიის ს/ს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად; 2006-2007 წლებში ამავე კომპანიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსად; 2007-2011 წლებში „ვისოლის“ ჯგუფის კომპანიების შ.პ.ს „ველაჯიოსა“ და ს/ს „დელტა ჰოლდინგის“ დირექტორად.