Untitled Document
English Georgian home contact Sitemap

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 
სიახლე
მორიგი წარმატება სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „თელასი“ მიყენებული ზიანისთვის 90,000 ლარს გადაუხდის ჩვენს კლიენტს. სასამართლო დავა, რომელიც წელიწადნახევარი გრძელდებოდა, JMK-ის წარმატებით დასრულდა.

3-წლიანი სასამართლო დავის წარმატებული ფინალი

3-წლიანი სასამართლო განხილვა, რომლის დროსაც 20-მდე სასამართლო სხდომა გაიმართა, JMK-ის კლიენტის „აიკონ ჯგუფის“ სრული წარმატებით დასრულდა!

ზიანის ანაზღაურებისთვის ჩვენი ფირმის კლიენტი 1.4 მილიონ ლარს მიიღებს.

მორიგი წარმატება

JMK-ის კიდევ ერთი წარმატება სასამართლოში - ჩვენი ფირმის კლიენტი შპს „იუნაიტედ სეკურიტი“ ამოღებულია სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეთა ე.წ. „შავი სიიდან“, სადაც კანონის დარღვევით იქნა შეყვანილი. ვულოცავთ ჩვენს კლიენტს ამ წარმატებას!

<< 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 >>
ARCHIVE

 

 
 
ჩვენი გუნდი

მიხეილ ჯიქია
-----------------
სამოქალაქო და საკორპორაციო
სამართლის სპეციალისტი

1999 წელი, წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. ჩაბარებული აქვს მოსამართლისა და ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდები სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

აქვს საჯარო სამსახურსა და კომერციულ ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება.

იგი მუშაობდა: 1998-1999 წლებში იუსტიციის სამინისტროს ნოტარიატების საქმეთა კონსულტანტად; 1999-2000 წლებში ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ; 2000-2005 წლებში საერთაშორისო ორგანიზაციაში „World Vision Georgia“ საკრედიტო პროგრამის იურისტად; 2005 წელს ს/ს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ იურისტად; 2003-2005 წლებში ს/ს „საქაბრეშუმის“ გაკოტრების მმართველად; 2005-2006 წლებში ს/ს „კანარგო სტანდარტ ოილის“ იურისტად;
2006-2009 საქართველოს უმსხვილესი ნავთობკომპანიის ს/ს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად; 2006-2007 წლებში ამავე კომპანიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსად; 2007-2011 წლებში „ვისოლის“ ჯგუფის კომპანიების შ.პ.ს „ველაჯიოსა“ და ს/ს „დელტა ჰოლდინგის“ დირექტორად.