Untitled Document
English Georgian home contact Sitemap

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 
სიახლე
64 მიმდინარე საქმე

JMK-ის წარმოებაშია 64 სასამართლო საქმე.

წარმატების სტატისტიკა
2015 წლის ივნისის თვეში ჩვენი კლიენტების სასარგებლოდ 4 სასამართლო პროცესი დავასრულეთ, ხოლო ივლისის თვეში - უკვე 3 პროცესი.
ოქროს კატეგორიის ჯილდო

JMK Legal დაჯილდოვდა International Arch of Europe (IAE) ოქროს კატეგორიით. ბიზნესის წარმატების შემფასებელი ცნობილი საერთაშორისო კომპანიის Business Initiative Directions (BID)-ის ორგანიზებით შექმნილმა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფმა ლიდერობის, ხარისხისა და წარმატების შეფასებითი კრიტერიუმების გათვალისწინებით JMK Legal მსოფლიოს მოწინავე იურიდიული ფირმების რანგში აღიარა და ოქროს კატეგორია მიანიჭა. BID მსოფლიო ბიზნესის მოწინავე კომპანიების გამოვლენას ყოველწლიურად ახდენს, შეხვედრები და დაჯილდოების ცერემონიები პარიზში, ლონდონში, მადრიდში, ჟენევაში, ფრანკფურტსა და ნიუ-იორკში იმართება. ბოლო 10 თვის მანძილზე შესწავლილ იქნა 116 ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი. ცნობილი ბიზნესმენებით, წარმატებული მეწარმეებითა და ხარისხის მართვის ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ საკუთარი გადაწვეტილება ხარისხის მართვის საყოველთაო მოდელის QC100 კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიიღო. ამ მნიშვნელოვანი ჯილდოს გადაცემა მოხდება 2015 წლის 26 აპრილს, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში. ოქროს კატეგორიის პრიზის მისაღებად გერმანიაში მიხეილ ჯიქია და გია ქავთარაძე მიემგზავრებიან.

<< 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 >>
ARCHIVE

 

 
 
ჩვენი გუნდი

მიხეილ ჯიქია
-----------------
სამოქალაქო და საკორპორაციო
სამართლის სპეციალისტი

1999 წელი, წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. ჩაბარებული აქვს მოსამართლისა და ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდები სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

აქვს საჯარო სამსახურსა და კომერციულ ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება.

იგი მუშაობდა: 1998-1999 წლებში იუსტიციის სამინისტროს ნოტარიატების საქმეთა კონსულტანტად; 1999-2000 წლებში ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ; 2000-2005 წლებში საერთაშორისო ორგანიზაციაში „World Vision Georgia“ საკრედიტო პროგრამის იურისტად; 2005 წელს ს/ს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ იურისტად; 2003-2005 წლებში ს/ს „საქაბრეშუმის“ გაკოტრების მმართველად; 2005-2006 წლებში ს/ს „კანარგო სტანდარტ ოილის“ იურისტად;
2006-2009 საქართველოს უმსხვილესი ნავთობკომპანიის ს/ს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად; 2006-2007 წლებში ამავე კომპანიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსად; 2007-2011 წლებში „ვისოლის“ ჯგუფის კომპანიების შ.პ.ს „ველაჯიოსა“ და ს/ს „დელტა ჰოლდინგის“ დირექტორად.