Untitled Document
English Georgian home contact Sitemap

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 
სიახლე
ჩვენი კლიენტის ინტერესები სრულად იქნა დაცული
JMK-ის მორიგი წარმატება: ჩვენს კლიენტს - კომპანია “ბატუნს“ თურქული კომპანია “პიმ-დეკორასიონი“ 250,000 ა.შ.შ. დოლარს ედავებოდა. ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმე ჩვენი კლიენტის სრული წარმატებით დასრულდა.
კიდევ ერთი წარმატება
JMK-იმ მორიგი სასამართლო დავა მოიგო. ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ჩვენი კლიენტის საწინააღმდეგოდ შეტანილი სარჩელი 3,374,357 ლარის ოდენობით, ხოლო ჩვენი შეგებებული სარჩელი 1,345,000 ლარის ოდენობით და სასამართლო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა კი სრულად დაკმაყოფილდა.
მორიგი წარმატება
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩვენი კლიენტი არ გადაიხდის 3.6 მილიონ ა.შ.შ. დოლარს, რასაც მას ედავებოდნენ. JMK-ის მიერ წარმოებული საქმის შედეგად სრულად იქნა დაცული ჩვენი კლიენტის ინტერესები.

<< 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 >>
ARCHIVE

 

 
 
ჩვენი გუნდი

მიხეილ ჯიქია
-----------------
სამოქალაქო და საკორპორაციო
სამართლის სპეციალისტი

1999 წელი, წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. ჩაბარებული აქვს მოსამართლისა და ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდები სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

აქვს საჯარო სამსახურსა და კომერციულ ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება.

იგი მუშაობდა: 1998-1999 წლებში იუსტიციის სამინისტროს ნოტარიატების საქმეთა კონსულტანტად; 1999-2000 წლებში ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ; 2000-2005 წლებში საერთაშორისო ორგანიზაციაში „World Vision Georgia“ საკრედიტო პროგრამის იურისტად; 2005 წელს ს/ს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ იურისტად; 2003-2005 წლებში ს/ს „საქაბრეშუმის“ გაკოტრების მმართველად; 2005-2006 წლებში ს/ს „კანარგო სტანდარტ ოილის“ იურისტად;
2006-2009 საქართველოს უმსხვილესი ნავთობკომპანიის ს/ს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად; 2006-2007 წლებში ამავე კომპანიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსად; 2007-2011 წლებში „ვისოლის“ ჯგუფის კომპანიების შ.პ.ს „ველაჯიოსა“ და ს/ს „დელტა ჰოლდინგის“ დირექტორად.