Untitled Document
English Georgian home contact Sitemap

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 
სიახლე
მორიგი წარმატება

წარმატება გრძელდება - ჩვენი ფირმის კლიენტის „SYSTEM INSAAT“ სასამართლო დავა სააპელაციო ინსტანციაშიც მოვიგეთ.

2 კარგი სიახლე

ორი კარგი სიახლე - JMK-იმ ორი სასამართლო დავა მოიგო, ჩვენი ორი კლიენტის ინტერესები სრულად იქნა დაცული.

სტაჟიორი უკრაინიდან
ELSA-ს პროგრამით სტუმრად გვყავს სტაჟიორი უკრაინიდან - ლვოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ტეტიანა კოტიკი.
დღეს ტეტიანას ძალიან საინტერესო პრეზენტაცია ჰქონდა თემაზე - ინდუსტრიული პარკი როგორც ქვანახშირის მაღაროს ალტერნატივა.

<< 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 >>
ARCHIVE

 

 
 
ჩვენი გუნდი

გია ქავთარაძე
-----------------
საერთაშორისო სამართლის
სპეციალისტი

განათლება
-------------

1987 წელს
წარჩინებით დაამთავრა ქ. თბილისის #1 ექსპერიმენტული საშუალო სკოლა.

1992 წელს
წითელ დიპლომზე დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სრული კურსი სპეციალობით – საერთაშორისო სამართალი. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

1993 წელს
ა.შ.შ.-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული „ბენჟამინ ფრანკლინის“ პროგრამის ფარგლებში დაამთავრა ა.შ.შ.-ის ინდიანის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასპირანტურის სრული კურსი და მიენიჭა L.L.M-ის ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება
----------------------------


2011-დღემდე
საკონსულტაციო ფირმის „ჯეი-ემ-ქეი სამართლებრივი კონსულტაცია“ პარტნიორი.
2007-2011 წლები
საკონსულტაციო ფირმის „ქავთარაძე და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი.
2005-2007 წლები
საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
2005 წელი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
2002-2005 წლები
საკონსულტაციო ფირმის „დვნკ“ მმართველი პარტნიორი.
2000 წელი
საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანი.
1999-2002 წლები
საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი.
1998-1999 წლები
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი.
1998 წელი
საქართველოს იუსტიციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინატორი.
1997-1998 წლები
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული პროექტის – საქართველოს სახალხო დამცველის სამსახურის მხარდაჭერა – სამართლებრივი მრჩეველი.
1995-1997 წლები
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს წარმომადგენლობის ადმინისტრატორი.
1994-1995 წლები
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) საქართველოს წარმომადგენლობის საფინანსო ადმინისტრატორის თანაშემწე.
1993 წელი
ა.შ.შ.-ში იურიდიული ფირმის „Square, Sanders and Dempsey“ იურისტი.
1992 წელი
საქართველოს შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროს სპეციალისტი.

სასწავლო-გადამზადების კურსები
------------------------------------------

„სამართლის ხელმისაწვდომობა – ცვლილებათა სტრატეგია“, გაერთიანებული სამეფო, ლონდონი, 2001წ.;
„სასამართლო სისტემა“, ისრაელი, გალილეას კოლეჯი, 2001წ.;
„სასამართლოთა მართვა და რეფორმა“, ა.შ.შ., 2001წ.;
„სამოსამართლო სწავლება“, ა.შ.შ., ნევადა, რენო, 1999წ.;
„UNICEF-ის სახელფასო მეთოდოლოგია და სამუშაოთა კლასიფიკაცია“, ეგვიპტე, ქაირო, 1997წ.;
„UNICEF-ის პროგრამების მართვის დაგეგმარება და საერთო ბიუჯეტი“, შვეიცარია, ჟენევა, 1997წ.;
„UNICEF-ის საკადრო რესურსების მართვა“, შვეიცარია, ჟენევა, 1997წ.

სხვა საქმიანობა
-----------------------
კითხულობს ლექციებს სამეწარმეო და გაკოტრების სამართალში.

დააფუძნა და დღემდე თავმჯდომარეობს ინდიანის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საქართველოს ასოციაციას.