Untitled Document
English Georgian home contact Sitemap

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 
სიახლე
მორიგი წარმატება

წარმატება გრძელდება - ჩვენი ფირმის კლიენტის „SYSTEM INSAAT“ სასამართლო დავა სააპელაციო ინსტანციაშიც მოვიგეთ.

2 კარგი სიახლე

ორი კარგი სიახლე - JMK-იმ ორი სასამართლო დავა მოიგო, ჩვენი ორი კლიენტის ინტერესები სრულად იქნა დაცული.

სტაჟიორი უკრაინიდან
ELSA-ს პროგრამით სტუმრად გვყავს სტაჟიორი უკრაინიდან - ლვოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ტეტიანა კოტიკი.
დღეს ტეტიანას ძალიან საინტერესო პრეზენტაცია ჰქონდა თემაზე - ინდუსტრიული პარკი როგორც ქვანახშირის მაღაროს ალტერნატივა.

<< 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 >>
ARCHIVE

 

 
 
ჩვენი გუნდი

მამუკა მამალაძე
--------------------
საკონსტიტუციო, ადმინისტრაციული და
სისხლის სამართლის სპეციალისტი

1989 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით; ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა, საერთო სპეციალიზაციით; საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 04 მაისის განკარგულებით მიენიჭა იუსტიციის უფროსი მრჩევლის სპეციალური წოდება; აქვს სასამართლო სისტემაში, საჯარო სამსახურსა და კომერციულ ორგანიზაციაში მუშაობის დიდი გამოცდილება. კერძოდ, 1991-1997 წლებში მუშაობდა ქალაქ ქუთაისის მოსამართლედ, 1999-2004 წლებში _ ქუთაისის საოლქო (სააპელაციო ინსტანციის) სასამართლოს თავმჯდომარედ; 1997-1999 და 2004-2005 წლებში არჩეული იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად; 2005-2006 წლებში იყო ს.პ.ს. „მამალაძე და პარტნიორების“ მმართველი პარტნიორი; 2006-2009 წლებში მუშაობდა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსად.

სასწავლო გადამზადების კურსები
-----------------------------------------

1997 წელი,  ბუდაპეშტი, ევროპის ცენტრალუტი უნივერსიტეტის,   კონსტიტუციური და სამართლებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი;

1998 წელი,  ამერიკის შეერთებულ შტატებში  სასამართლოს ადმინისტრირებისა და მართვის კურსი;

1999, 2000, 2001 და 2004 წლები სტრასბურგი, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლო;

2000 წელი, ჰოლანდია და 2003 წელი  გერმანი, სასამართლო პრაქტიკის შესწავლა-განზოგადება ზოგად ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლის მიხედვით;

2001 წელი, ისრაელი, გალილეას კოლეჯი, ისრაელის სასამართლო სისტემა.