Untitled Document
English Georgian home contact Sitemap

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 
სიახლე
მორიგი წარმატება

წარმატება გრძელდება - ჩვენი ფირმის კლიენტის „SYSTEM INSAAT“ სასამართლო დავა სააპელაციო ინსტანციაშიც მოვიგეთ.

2 კარგი სიახლე

ორი კარგი სიახლე - JMK-იმ ორი სასამართლო დავა მოიგო, ჩვენი ორი კლიენტის ინტერესები სრულად იქნა დაცული.

სტაჟიორი უკრაინიდან
ELSA-ს პროგრამით სტუმრად გვყავს სტაჟიორი უკრაინიდან - ლვოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ტეტიანა კოტიკი.
დღეს ტეტიანას ძალიან საინტერესო პრეზენტაცია ჰქონდა თემაზე - ინდუსტრიული პარკი როგორც ქვანახშირის მაღაროს ალტერნატივა.

<< 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 >>
ARCHIVE

 

 
 
მომსახურება
„ჯეი-ემ-ქეი“ გთავაზობთ თქვენს ინტერესზე მორგებულ მომსახურების
სრულ პაკეტს.
 

საქმიანი საინვესტიციო პროექტების მომზადება, შესაძლო ინვესტორებთან მოლაპარაკების წარმართვა, პროექტების განხორციელება, მისი შესრულების მიმდინარეობის კონტროლი, ამ სფეროში ხელშეკრულებების მომზადება და ანალიზი როგორც ქართულ, ასევე უცხო ენებზე.

 

კონსულტაცია უძრავი ნივთების ფლობასთან, სარგებლობასა და განკარგვასთან, ამ ნივთების როგორც ვალდებულებათა უზრუნველყოფის საშუალებად (იპოთეკა) გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; შესაბამისი გარიგების (ხელშეკრულების) პროექტების მომზადება, მათი გაფორმებისა და რეგისტრაციის უზრუნველყოფა.

 

ნებისმიერი სახის (ნასყიდობა, ჩუქება, თხოვება, ქირავნობა, იჯარა, ლიზინგი, ნარდობა, ვალდებულებით-სამართლებრივი უზრუნველყოფის ხელშეკრულებები და ა.შ.) სახელშეკრულებო-სამართლებრივი გარიგების (ხელშეკრულების) პროექტის მომზადება, მათი გაფორმებისა და რეგისტრაციის უზრუნველყოფა; საამშენებლო ამხანაგობების შექმნა და მსგავს ამხანაგობებში სადაო საკითხების რეგულირება; ყველა ამ საკითხზე კონსულტაციის გაწევა.

 

კონსულტაციები საწარმოთა დაფუძნების, რეორგანიზაციის (გაყოფა, გამოყოფა, შერწყმა), ლიკვიდაციის პროცესში; შესაბამისი გარიგებების მომზადება, გაფორმება და რეგისტრაცია, ასევე აღნიშნული პროცესების უშუალო მართვა;

კონსულტაციები საწარმოთა წილების, აქციებისა და სხვა არამატერიალური აქტივების შესყიდვის ან/და რეალიზაციის პროცესში; შესაბამისი გარიგებების მომზადება, გაფორმება და რეგისტრაცია;

კონსულტაციები საწარმოთა ცალკეული საქმიანობის განსახორციელებლად, სავალდებულო ლიცენზიებისა და ნებართვების მისაღებად; დოკუმენტაციის მომზადებასა და მოპოვების პროცესში დახმარების გაწევა; წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება ადმინისტრაციულ ორგანოებში.

 

ვალაუვალი მოვალეებისა და კრედიტორებისათვის გადახდისუუნარობის საქმეების წარმოებასა და სათანადო საპროცესო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებული კონსულტაციები; წარმომადგენლობა სასამართლოში, მომრიგებელ საბჭოსა ან/და კრედიტორთა კომიტეტში; რეაბილიტაციის გეგმის მომზადება, გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველის უფლებამოსილების განხორციელება.

 

კონსულტაციები დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებულ ურთიერთობებზე, შესაბამისი სამართლებრივი ხელშეკრულებების მომზადება.

 

კონსულტაციები გადასახადებით დაბეგვრასთან, ადმინისტრირებასთან და გადახდასთან დაკავშირებით წარმოშობილ სამართლებრივ საკითხებზე; ცალკეული პროცესუალური დოკუმენტების მომზადება და წარმომადგენლობა საგადასახადო ორგანოებში.

 

დახმარება ინტელექტუალურ-სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტაში; პატენტების, სავაჭრო ნიშნებისა და საავტორო უფლებების რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთების მოპოვება და ანალიზი; სალიცენზიო, საავტორო თუ მომიჯნავე უფლებების სუბიექტებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების მომზადება.

 

წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება ყველა ინსტანციის სასამართლოში, ადმინიტრაციულ ორგანოსა და მესამე პირებთან ურთიერთობაში.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით კერძო აღმასრულებლის კომპეტენციას მიკუთვნებულ სააღსრულებო საქმეთა მართვა.

 

კერძო სამართლებრივი დავების განხილვა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 

კომპანიების რეგისტრაცია და მართვა ოფშორულ ზონაში; რჩევა კონკრეტული საქმიანობისათვის ყველაზე მეტად ხელსაყრელი ოფშორული ზონის შერჩევის თაობაზე.

 

ქონების რეალიზაცია აუქციონის წესით.

 

ბანკის დაფუძნება და მართვა; საბანკო ოპერაციების სამართლებრივი საფუძვლები; ბანკის ლიკვიდაცია.

 

დაინტერესებულ პირთა წარმომადგენლობა პროკურატურის ორგანოებსა და ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებში